2022 წლის II კვარტალში, ბოლო 14 წლის განმავლობაში, BP-მ ყველაზე მაღალი მოგება დააფიქსირა

0
118

ბრიტანულმა ენერგეტიკულმა გიგანტმა  – British Petroleum-მა (BP), 2022 წლის მეორე კვარტალში ბოლო 14 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მოგება დააფიქსირა.

BP-ის წმინდა მოგება მეორე კვარტალში 8,45 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც აღემატება ანალიტიკოსების ყველა შეფასებას.

ეს არის ყველაზე მაღალი მოგების ზღვარი 2008 წლის შემდეგ. აღინიშნა, რომ ამ მაჩვენებლის დაფიქსირებას დაეხმარა ნავთობის ფასების ზრდა, ასევე გადამამუშავებელი მარაგებისა და ნავთობზე ძლიერი ვაჭრობა.

კომპანიამ გამოაცხადა, რომ 3,8 მილიარდი დოლარის აქციებს გამოისყიდის მომდევნო სამი თვის განმავლობაში.

BP-მ ასევე გააზიარა თავისი პროგნოზი, რომ ფასები მაღალი დარჩება წლის მესამე კვარტალში რუსეთიდან მიწოდების სირთულეებისა და შედარებით დაბალი მარაგების გამო.

გიორგი არაბული