სამომხმარებლო სესხების ვადიანობა იცვლება

0
304

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, სამომხმარებლო სესხების ვადიანობა იცვლება.

„სამომხარებლო დაკრედიტების შენელებისათვის გადავწყვიტეთ გამოვიყენოთ მაკროპრუდენციული ინსტრუმენტები.

კერძოდ, ეს ინსტრუმენტია სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის 4-დან 3 წლამდე შემცირება,“- აღნიშნა გვენეტაძემ.

აღნიშნული ცვლილება ძალაში 15 აგვისტოდან შევა და 1 წლის ვადით იმოქმედებს.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2022 წლის 3 აგვისტოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11.0 პროცენტს შეადგენს.