თიბისი ლიზინგმა EBRD-ისგან €3 მლნ-ის ფინანსური რესურსი მოიზიდა

0
170

EBRD-მა თიბისი ლიზინგს 3 მლნ ევრომდე გარანტირებული სესხი გადასცა, რომელიც საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSME) საინვესტიციო დაფინანსების მხარდასაჭერად გამოიყო.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ევროკავშირის სტანდარტებს ბაზარზე აღმოსავლეთ პარტნიორობის მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის (EaP SMEC) პროგრამის ფარგლებში, მდგრად ინვესტიციებს ტექნოლოგიასა და აღჭურვილობაში.

უფრო კონკრეტულად, პროექტი საშუალებას მისცემს კომპანიას დააფინანსოს საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის საშუალო და გრძელვადიანი ინვესტიციები მათი ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის განახლებაში, რაც აუცილებელია ევროკავშირის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, პროდუქტის ხარისხის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ზომებისა და გარემოს დაცვის თვალსაზრისით.

პროექტი ასევევ ხელს შეუწყობს საწაროებში მაღალი დონის სტანდარტეის დანერგვის პროცესის დაჩქარებას და გაზრდის მათ ტექნიკურ შესაძლებლობებს.

ცნობისთვის, თიბისი ლიზინგი არის უმსხვილესი, უნივერსალური სალიზინგო კომპანია საქართველოში და თიბისი ბანკის სრულუფლებიანი შვილობილი კომპანია.