სომხეთის ეკონომიკის მინისტრი – სომხეთს სურს აზერბაიჯანთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარება

0
172

„აზერბაიჯანთან თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკის ჩამოყალიბება სომხეთს უფრო მნიშვნელოვან ბაზრებზე მიღწევაში დაეხმარება“, – ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა, ვაჰან კერობიანმა სომხურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, აზერბაიჯანთან სავაჭრო ურთიერთობა არ დააზარალებს სომხეთის ბიზნესს და მოსახლეობას, არამედ პირიქით.

კერობიანმა დასძინა, რომ ვაჭრობის განვითარებისთვის აუცილებელია აზერბაიჯანთან სარკინიგზო კავშირის აღდგენა.

„შეუძლებელია გვქონდეს განვითარებული ინდუსტრია ღია სარკინიგზო კავშირის გარეშე, ფართო რეგიონთან მისასვლელად. აზერბაიჯანთან სარკინიგზო კომუნიკაციის აღდგენა ასევე მისცემს სომხეთს სარკინიგზო კომუნიკაციას რუსეთთან, ირანთან, ცენტრალურ აზიასთან“, – აღნიშნა სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა.

ეკა უკლება