საქართველოში მცხოვრები $300-მილიონიანი თაღლითური სქემის შემქმნელის ვინაობა ცნობილია

0
648

აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისია (SEC) 300-მილიონიან კრიპტო თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც BM.ge-ს მიერ მომზადებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2020 წლის იანვარში გაშვებული პროექტის სახელწოდება Forsage იყო, თაღლითური სქემის დაფუძნებასა და ოპერირებაში კი ბრალი 11 პირს ედება – თაღლითებს შორის იყვნენ საქართველოში, რუსეთსა და ინდონეზიაში მცხოვრები პირები.

თბილისში მცხოვრები თაღლითის ვინაობაა – ვლადიმირ ოხოტნიკოვი, რომელიც თავის თანამზრახველებთან: მიხაილ სერგეევთან, სერგეი მასლაკოვთან, ჯეინ დოუსთან და ლოლა ფერარისთან ერთად მოქმედებდა.

Forsage კლასიკური პირამიდის სქემა იყო, რომელიც მარკეტინგული მიზნით იყენებდა სიტყვებს „ბლოკჩეინსა“ და „კრიპტოვალუტას“, პროექტის შემქმნელები აგრესიული მარკეტინგითა და რეკლამებით იზიდავდნენ ინვესტორებს მსოფლიოს მასშტაბით, მანამ, სანამ პროექტის საბაზრო კაპიტალიზაციამ $300-მილიონიან ნიშნულს არ მიაღწია.

„ბლოკჩეინსა და „სმარტ კონტრაქტებზე“ ფოკუსირებით თაღლითები ვერ შეძლებენ ფედერალური კანონმდებლობის გვერდის ავლას“, – განაცხადა SEC-ის კრიპტოაქტივების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კაროლინ ველშანსმა.

წყარო: https://bm.ge/