თამარ არჩუაძე: თბილისის აეროპორტს შეუძლია საკმაოდ ბევრ ტვირთს მოემსახუროს

0
191

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე „ბიზნესპარტნიორთან“ სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით ქართული ბაზრის მიმზიდველობაზე საუბრობს.

მისი ინფორმაციით,  თბილისის აეროპორტში მუშაობს სატვირთო ტერმინალი, რომლის პოტენციალიც ჯერჯერობით სრულად არ არის ათვისებული.

როგორც არჩვაძე აცხადებს, აღნიშნულ ტერმინალს შეუძლია საკმაოდ ბევრ  ტვირთს მოემსახუროს.

„საქართველოს მიერ გაცემული სერთიფიკატები   არის საკმაოდ ცნობადი, მათ ენდობიან ბევრ ქვეყანაში და კომპანიისთვის არის პრესტიჟული, ჰქონდეს საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ გაცემული საბუთები. ამიტომ, მოთხოვნა საკმაოდ მაღალია,“ – აცხადებს არჩუაძე.

მისი განმარტებით, კარგი იქნება თუ ბაზარზე კიდევ უფრო ბევრი სატვირთო ავიაკომპანია იქნება და აერპორტში არსბეული სტვირთო ტერმინალი მაქსიმალური სიმძლავრით იმუშავებს.

შეგახსენებთ, მსოფლიო ბაზარზე სატვირთო ავიაგადაზიდვებს აგვისტოს მეორე ნახევრიდან ახალი ქართული ავიაკომპანია Camex Airlines-იც შეასრულებს. კომპანია ჯამში 4 ბორტით იქნება წარმოდგენილი.

დღეს თბილისის აეროპორტში 6 სატვირთო ავიაკომპანია ოპერირებს.