აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

0
137

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო და მოთხოვნამ 44 000 000 ლარი შეადგინა.

მათივე ცნობით, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.390 პროცენტით, მაქსიმალური 10.390 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.390 პროცენტით განისაზღვრა.