ანდრია გვიდიანი: Credit Suisse-სთან ურთიერთობის გაშუქებას უშედეგოდ ცდილობს ბიძინა ივანიშვილის მხარე – ეს დამოკიდებულება ადასტურებს საერთაშორისო მედიის ტენდენციურობას

0
222

მნიშვნელოვანია, რომ ბიძინა ივანიშვილსა და Credit Suisse-ის შორის არსებულ ბუნდოვან ურთიერთობაზე, არ დარჩეს არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა. ამდენად, მნიშვნელოვანია საზოგადოება ინფორმირებული იყოს ყველა, მათ შორის, თუნდაც ყველაზე წვრილმან დეტალებზე, – ასე ეხმიანება ექსპერტი ანდრია გვიდიანი იურიდიული ფირმის „ემ ქეი დი“ პრეს-რელიზს.

მისი თქმით ძალიან სწორია გადაწყვეტილება მიმოწერების გასაჯაროების შესახებ. საზოგადოებაში არსებობს ბევრი კითხვა ამ დავის ირგვლივ.

„Credit Suisse-ის მიერ, ბიძინა ივანიშვილის მიმართ არსებული დამოკიდებულება და ქცევა რომ არანაირ სტანდარტს აღარ ექვემდებარება, ეს ახალი არ არის. ბანკის მენეჯმენტის ქცევა, არ არის თანამდროვე ბანკინგის დამახასიათებელი, რაც, სხვათა შორის, არაერთხელ დაადასტურა ბიძინა ივანიშვილის მიერ მოგებულმა არაერთმა საარბიტრაჟო და სასამართლო დავამ.

შეიძლება ითქვას, რომ ეს ქეისი ლეგენდარული შვეიცარული საბანკო სისტემის ყველაზე ბნელ ლაქას წარმოადგენს. მეორე გაუგონარი საკითხი შვეიცარული და საერთაშორისო მედიის გამაოგნებელი დამოკიდებულებაა. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სასამართლოებმა და არბიტრაჟებმა, ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ, ძალიან მკაფიო გადაწყვეტილებები გამოიტანეს, რატომღაც, საერთაშორისო მედიისთვის, ეს ამბავი გასაშუქებლად საინტერესო მაინც არ აღმოჩნდა.

უფრო მეტიც, Credit Suisse-სთან ურთიერთობის გაშუქებას უშედეგოდ ცდილობს ბიძინა ივანიშვილის მხარე. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულება ადასტურებს, საერთაშორისო მედიის ტენდენციურობას და მედიის თავისუფლების საბაზისო სტანდარტების არარსებობას. ამასთან, ვფიქრობ, ძალიან სწორია გადაწყვეტილება მიმოწერების გასაჯაროების შესახებ.

საზოგადოებაში არსებობს ბევრი კითხვა ამ დავის ირგვლივ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ბიძინა ივანიშვილსა და Credit Suisse-ის შორის არსებულ ბუნდოვან ურთიერთობაზე, არ დარჩეს არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა. ამდენად, მნიშვნელოვანია საზოგადოება ინფორმირებული იყოს ყველა, მათ შორის, თუნდაც ყველაზე წვრილმან დეტალებზე“, – წერს ანდრია გვიდიანი Facebook-ზე