„TANAP შეიძლება გახდეს რუსული გაზის ალტერნატივა ევროპისთვის“

0
443

თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა იბრაჰიმ კალინმა განაცხადა, რომ ტრანსანატოლიური გაზსადენი TANAP შეიძლება გახდეს რუსული გაზის ალტერნატივა ევროპისთვის. ამის შესახებ მან ტელეარხ A Haber-ს განუცხადა.

„ორი ძირითადი ალტერნატივიდან ერთ-ერთი არის TANAP, ერთობლივი პროექტი თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის“, – განაცხადა მან.

მანამდე ევროკომისიის (EC) პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ რუსეთმა ნაწილობრივ შეამცირა ან მთლიანად შეაჩერა გაზის მიწოდება ევროკავშირის 12 წევრ ქვეყანას.

მისი თქმით, ევროკავშირი რეკორდული მოცულობის მიწოდებას იღებს აშშ-დან, ნორვეგიიდან, ყურის ქვეყნებიდან, ალჟირიდან და კასპიის ზღვის რეგიონიდან.

გიორგი არაბული