2022 წლის მეორე კვარტალში, საუდის არაბეთის ეკონომიკამ რეკორდული, 11.8%-ანი ზრდა აჩვენა

0
173

საუდის არაბეთის ეკონომიკა 2022 წლის მეორე კვარტალში 11,8%-ით გაიზარდა, რაც 2011 წლიდან მოყოლებული რეკორდული ზრდის მაჩვენებელია, იტყობინება Bloomberg.

ზრდის მიზეზი ნავთობზე მაღალი ფასი გახდა.

საუდის არაბეთის სტატისტიკის სამსახურის გენერალური დირექტორის წინასწარი შეფასებით, არასანავთობო მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზარდა 5.4%-ით, ხოლო ნავთობის ეკონომიკა 2021 წელთან შედარებით 23.1%-ით გაიზარდა.

მშპ-ს რეკორდული ზრდა განაპირობა უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის ფონზე ენერგიაზე ფასების ზრდამ, რამაც შეცვალა ვაჭრობის, წარმოებისა და მოხმარების გლობალური მოდელები. ნავთობის ფასი წლის დასაწყისიდან 40%-ზე მეტით და 24 თებერვლის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა.

საუდის არაბეთის ფინანსთა მინისტრი, მოჰამედ ალ-ჯადაანი ელოდება სანავთობო მშპ წელს 19%-ით გაიზრდება. მინისტრმა თავისი პროგნოზი დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გააზიარა, რომელიც 2022 წლის მაისში გაიმართა.

16 ივლისს საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდმა განაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის ნავთობის მოპოვება დღეში 13 მილიონ ბარელამდე გაზარდოს. ამჟამად სამეფო ყოველდღიურად 10 მილიონ ბარელ საწვავს აწარმოებს.

სანდრო პირველი