შვეიცარიაში სამედიცინო მარიხუანა ლეგალური გახდა

0
99

სამედიცინო მარიხუანას ლეგალიზაციის შესახებ კანონი შვეიცარიაში აგვისტოს პირველ დღეს ამოქმედდა. დღეიდან მოქალაქეებს მისი მიღება რეცეპტით შეუძლიათ.

ამის შესახებ ქვეყნის ფედერალური საბჭოს მიერ 22 ივნისს მიღებულ შესაბამის დადგენილებაში წერია.

კანონის ძალაში შესვლამდე პაციენტებისთვის სამედიცინო მარიხუანას გამოწერა მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ფედერალური სამსახურის (OFSP) ექსკლუზიური ნებართვით იყო შესაძლებელი.

ეკა უკლება