ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

0
115

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 1-ელ აგვისტოს გამართულ სავალუტო აუქციონზე 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა.

საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7514 შეადგინა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა წელს, როდესაც ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე დოლარი შეისყიდა. წინა სავალუტო აუქციონი 24 მაისს გაიმართა და მაშინაც სებ-მა ბაზრიდან 10 მილიონი დოლარი ამოიღო.