კრემლის ლობი გააქტიურდა – „ტროას ცხენები“ დასავლეთში ბაქოს თავს დაესხნენ

0
601

ავტორი: აიდინ კარიმოვი,

haqqin.az

თარგმნა: სანდრო პირველი

როგორც კი აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის გაზის თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტის მელანი გაშრა, კრემლის ლობი მაშინვე გააქტიურდა ევროპაში და დაიწყო თავდასხმა ამ გადაწყვეტილებაზე.

მოსკოვმა მოახერხა მთელ რიგ ევროპულ სახელმწიფოში გავლენის მთელი ქსელის ჩამოყალიბება, რომელსაც აქტიურად იყენებდა თავისი ეკონომიკური ინტერესების გასაძლიერებლად.

ევროპაში ძალიან უყვართ ლაპარაკი კორუფციასთან ბრძოლაში წარმატებებზე, სრულიად უგულებელყოფენ აშკარა ფაქტს – ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი იყო რუსული პოლიტიკის გამტარებელი – მათ ევროპა ენერგეტიკულა დამოკიდებული გახადეს რუსეთზე.

გვარები და თანამდებობები მომხიბვლელია. გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრედერი, ავსტრიის ყოფილი კანცლერი კრისტიან კერნი, კარინ კნაისლი, რომელიც თანამდებობებს იკავებდა ავსტრიის მთავრობაში, მაგრამ უფრო ცნობილია ვლადიმერ პუტინთან, იტალიის ყოფილ პრემიერ მინისტრთან სილვიო ბერლუსკონისთან ცეკვით – და ეს არ არის ყველა, ვინც, საკუთარი ქვეყნების ენერგეტიკული უსაფრთხოება საზიანოდ ჩამოყალიბა რუსეთის ენერგომომარაგებაზე.

მაშინ, როცა ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთი აფრთხილებდნენ ევროპელებს რუსეთზე სახიფათო ენერგეტიკული დამოკიდებულების შესახებ და შექმნეს მიწოდების ალტერნატიული არხები, გერმანიის, ავსტრიის, იტალიისა და საფრანგეთის რიგი პოლიტიკოსები მოსკოვს გამდიდრების შესაძლებლობად თვლიდნენ და “ოქროს პარაშუტის” უზრუნველსაყოფად რუსული მონოპოლიების სამეთვალყურეო საბჭოებში პოზიციებსაც იბევებდნენ – როსნეფტიდან და გაზპრომიდან, რუსეთის რკინიგზამდე.

მათ შექმნეს სპეციალური ფინანსური ბლოკიც კი, საიდუმლო კომპანია Wirecard, რომლის მეშვეობითაც შავი ფულადი ნაკადები ხდებოდა: ზოგი გათეთრებისთვის, ზოგიც განაღდებისთვის.

ამ ფირმის მთავარი საოპერაციო ოფიცერი იყო 42 წლის ავსტრიელი ბიზნესმენი იან მარსალეკი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ავსტრიის დაზვერვის მაღალი რანგის ოფიცერი მარტინ ვაისი.

ორივეს მიმართ კომპრომატები რუსულ დაზვერვას ჰქონდა. მარსალეკი გაიქცა მოსკოვში და თან წაიღო Wirecard-ის მთელი მონაცემთა ბაზა, სადაც ნათქვამია, თუ ვინ და რამდენს იღებდა ევროპაში რუსული სპეცსამსახურებისა და კორპორაციებისგან მათი ინტერესების ლობირების მიზნით.

„ევროპის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მარსალეკი, რომელიც 2020 წლის ივნისში ავსტრიიდან ბელორუსში კერძო ფრენის შემდეგ გაუჩინარდა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა მოსკოვის საცხოვრებელ კომპლექსში, რომელსაც აკონტროლებს ერთ-ერთი რუსული სპეცსამსახური.

ამ თანამდებობის პირმა ასევე თქვა, რომ მარსალეკს მიენიჭა ახალი რუსული ვინაობა“, – ნათქვამია CIA-ს ანგარიშში ამ საქმის შესახებ.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და ევროკავშირის ხელმძღვანელობის მტკიცე პოზიციის შემდეგ, რომ შეეზღუდა რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვები, „ტროას ცხენების“ მწვერვალი სერიოზულად შეირყა. გერჰარდ შრედერმა, რომელსაც ჩამოერთვა ყოფილი კანცლერის გარკვეული პრივილეგიები, სასწრაფოდ შეამცირა საქმიანობა და გამოვიდა გაზპრომის დირექტორთა საბჭოდან.

კარინ კნაისლმა, სასწრაფოდ დატოვა ავსტრია, გადავიდა ჯერ საფრანგეთში, შემდეგ კი საერთოდ ახლო აღმოსავლეთში.

ევროპული სახელმწიფოების სპეცსამსახურებმა, სიტუაციის სიმძიმის გათვალისწინებით, დაიწყეს ევროპაში რუსული სადაზვერვო ქსელის დაგეგმილი წმენდა, დიპლომატიური დაფარვის ქვეშ მომუშავე რუსი დაზვერვის ოფიცრების გაძევება ფაქტიურად ჯგუფურად და დრაკონული ზომების შემოღება ფირმების მიმართ, რომლებიც ემსახურებიან რუსეთის ალიანსს – მათი ქონების სრულ კონფისკაციამდე.

haqqin.az-ის რედაქტორების მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ზოგიერთი ინფორმაციის თანახმად, ჩამორთმეული თანხა დაახლოებით 8 მილიარდ ევროს შეადგენს – და ეს არის ევროპაში კორუფციის ფასი, რომელსაც სისტემატიურად ახორციელებს მოსკოვი ბებერი კონტინენტის “გაზის ნემსზე” დასასმელად.

კრემლის “ტროას ცხენების” მწვერვალმა სასწრაფოდ შეამცირეს თავიანთი აქტივობა, თუ საერთოდ არ შეაჩერეს – დაიწყეს გამოძიებასთან თანამშრომლობა, აღელვებული ლაპარაკი ამ “მოღალატე რუსებზე”, რომლებმაც ისინი შეცდომაში შეიყვანეს.

მაგრამ პრობლემა სხვაგან დევს: აგენტები – აგენტები, დაზვერვა – დაზვერვა, მაგრამ ევროპაში არის “გამოსადეგი იდიოტების” მთელი ფენა, რომლებმაც ჯერ ვერ გააცნობიერეს არსებული ვითარების საფრთხე. ამიტომ ისინი გულწრფელად და უსასყიდლოდ ცდილობენ ხელი შეუშალონ ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის გაზის შეთანხმებას.

იგივე ენთუზიაზმით, რომლითაც ისინი ეწინააღმდეგებოდნენ TAP-ისა და TANAP-ის მშენებლობას და ექსპლუატაციაში გაშვებას. თუ მათი იდეოლოგიური წინამორბედები იბრძოდნენ ევროპის რუსულ “გაზის ნემსზე” დაშვებისთვის ძალიან კონკრეტული მატერიალური მიზეზების გამო, მაშინ მათი მიმდევრები ამას უსასყიდლოდ აკეთებენ, აზერბაიჯანის იდეოლოგიური უარყოფის საფუძველზე.

ევროპარლამენტის წევრი გერმანიიდან, საფრანგეთის სახალხო რესპუბლიკური კავშირის პარტიის ლიდერი, პროვანს-ალპები-ლაჟვარდოვანი ნაპირის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარე – ყველა ეს განსხვავებული ადამიანი გააერთიანა იმ აზრმა, რომ გაზი აზერბაიჯანიდან ყველაზე უარესია რაც შეიძლება მოხდეს ევროპაში.

Троянские кони переходят в наступление