2022 წლის II კვარტალში, მიკროსაფინანსოების წმინდა მოგება 72.7%-ით გაიზარდა და 49.2 მილიონი ლარი შეადგინა

0
139

2022 წლის მეორე კვარტალი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 49 167 035 ლარის წმინდა მოგებით დახურეს. ეს კი 20 709 393 ლარით, ანუ 72,7%-ით მეტია წინა კვარტალთან შედარებით. 2022 წლის პირველ კვარტალში მისო-ებმა 28 457 642 ლარის წმინდა მოგება მიიღეს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2022 წლის მეორე კვარტალში მისო-ების მთლიანი აქტივები შეადგენდა 1,707 მლრდ ლარს, მთლიანი კაპიტალი კი 611,5 მლნ ლარი იყო.

დოკუმენტის მიხედვით, 2022 წლის მეორე კვარტალში მისო-ების მთლიანმა საპროცენტო შემოსავალმა 175,6 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან სექტორმა 159,2 მლნ ლარი მიიღო, იურიდიულ პირებზე გაცემული სესხებიდან საპროცენტო შემოსავალმა კი 3,310 მლნ ლარი შეადგინა.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში მისო-ების არასაპროცენტო შემოსავლებმა 28,309 მლნ ლარი შეადგინა.

ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის მეორე კვარტალში ბაზარზე 38 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა.

BPN.GE