ფინეთის მთავრობა რუსეთის მოქალაქეებისთვის სამოგზაურო ვიზების აკრძალვას გეგმავს

0
142

გამოცემა Euronews-ის ინფორმაციით, ფინეთის მთავრობა გეგმავს ახალი რეგულაციის დაწესებას, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის სამოგზაურო ვიზების აკრძალვას გულისხმობს.

რუსეთიის მოქალაქეების ფინეთში შესვლა სამოგზაუროდ და შოპინგისთვის გასულ წლებშიც ხშირი იყო, თუმცა ფინეთის ხელისუფლება ფიქრობს, რომ წელს მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე წლის ივლისში ფინეთში რუსეთის 176 000-ზე მეტი მოქალაქე შევიდა.

გამოცემა წერს, რომ ფინეთის ხელისუფლება რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების აკრძალვის შესახებ ევროკავშირის რეკომენდაციას ელოდება, რის შემდეგაც რეგულაცია ძალაში შევა.