რუსმა ბანკირმა მილიარდები მოიპარა და კანადაში გაიქცა

0
613

რუსი ბანკირი სტეპან მელკონოვი, რომელიც ბრალდებულია მრავალი მილიარდის დოლარის გაფლანგვაში, კანადაში გაემგზავრა, წერს რუსული მედია.

გავრცელებული ინფორმაციით, მელკონოვს კრიზისში მყოფი Sudostroitelny Bank (SB-bank)-ის სახსრების მითვისებაში ედება ბრალი. ის ფარულად ემიგრაციაში წავიდა კანადაში გასული წლის ივნისში, იმ დროს მოწმის სტატუსით, შემდეგ კი დაპატიმრების ზღვარზე მყოფმა, მიიღო კანადური პასპორტი.

2020 წლიდან ყოფილი ბანკირი მოწმის სახით დაკითხვაზეა დაბარებული. როგორც ჩანს, შესაძლო დაკავების ეჭვის გამო, მან გადაწყვიტა კანადის პასპორტის მისაღებად და ქვეყნიდან გაქცევა. ის მაშინვე არ ჩასულა კანადაში – მოახერხა საბერძნეთში, სომხეთში, აშშ-სა და მექსიკაში ყოფნაც.

ყოფილი ბანკირი დაუსწრებლად დააკავა ტვერსკის რაიონულმა სასამართლომ მოსკოვში, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს მთავარი გამომძიებლის მოთხოვნით.

გიორგი არაბული