კობა გვენეტაძე – კურსს დიდი მერყეობისგან ვიცავთ Bmatch-ზე ტრანზაქციებით

0
281

ბლუმბერგის Bmatch პლატფორმაზე სებ-მა ივლისში $100 მლნ-მდე შეისყიდა (წმინდა).

სავალუტო აუქციონების მსგავსად, სებ-ის სხვა ტრანზაქციების Bmatch-ზე ოპერატიულად გასაჯაროება მოითხოვა რომან გოცირიძემ, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ოთხშაბათის სხდომაზე, სადაც სებ-ის პრეზიდენტმა წლიური ანგარიში წარადგინა.

გოცირიძეს მიაჩნია, რომ არათუ დეპუტატის, არამედ, საზოგადოების ყველა წევრი უნდა იყოს სებ-ის ტრანზაქციების საქმის კურსში, ყოველდღიურად.

ამასთან სებ-ის ექსპრეზიდენტმა კობა გვენეტაძეს მონატრული პოლიტიკა მოუწონა. მიაჩნია, რომ რომ სწორი ნაბიჯები გადაიდგა. თუმცა თვლის, რომ სებ-მა ვალუტის ყიდვა-გაყიდვაზე ინფორმაცია საზოგადოებას ყოველდრიურ რეჟიმში უნდა ჩააბაროს.

ივნის-ივლისში სებ-ს სავალუტო აუქციონის არ გაუმართავს, Bmatch-ზე $100 მლნ-ზე მეტი შეისყიდა და ამ არხით სისტემას 330 მლნ ლარის ლიკვიდობა მიაწოდა.

კობა გვენეტაძემ დეპუტატებს დაუდასტურა, რომ კურსს დიდი მერყეობისგან იაცავს Bmatch-ზე ტრანზაქციებით. “წელს გაყიდვებიც გვქონდა და ყიდვებიც“, – სებ-ის პრეზიდენტს მოცულობა არ დაუკონკრეტებია.

“ბიზნესპარტნიორი”