The Independent – ბრიტანული გემები რუსეთს ნავთობის მიწოდებაში ეხმარებიან

0
233

მიუხედავად მოსკოვის მიმართ დაწესებული დასავლეთის სანქციებისა, ბრიტანული ხომალდები რუსული ნავთობის ტრანსპორტირებაში მონაწილეობენ. ამის შესახებ გამოცემა The Independent წერს.

გამოცემის თანახმად, ბრიტანულმა გემებმა მაისში მინიმუმ ორჯერ დატოვეს ნავსადგურები, რათა დახმარებოდნენ რუსული ნავთობის გადატანას ერთი ტანკერიდან მეორეზე. მათ სპარსეთის ყურესა და სინგაპურში 165 ათასი ტონა მთლიანი მოცულობის ნავთობი გადაიტანეს, აღნიშნავს გაზეთი.

აღნიშნულია, რომ ეს მარაგი არის საერთაშორისო ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი, რომელიც დაეხმარა რუსეთს სწრაფად გადაეტანა ნავთობის გაყიდვები აზიაში, რადგან ევროპელმა მყიდველებმა შეამცირეს მიღება.

დიდი ბრიტანეთის მიერ ტრანსპორტირებული რუსული ნავთობის ზუსტი რაოდენობა უცნობია. როგორც გაზეთი აღნიშნავს, ეს გადაზიდვები არ არის უკანონო და არაფერი უშლის ხელს ბრიტანულ კომპანიებს მათში მონაწილეობაში, მაგრამ მათი შესაძლებლობა „დასავლურ სანქციებში უზარმაზარ ნახვრეტებზე მიუთითებს“.

სანდრო პირველი