„საქართველოს რკინიგზა“ მწვანე პროექტებში ინვესტირებას განაგრძობს

0
107

„საქართველოს რკინიგზა“ მწვანე ობლიგაციების ფარგლებში არსებული ვალდებულებების შესრულებას აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კომპანიამ მწვანე პროექტებზე გადანაწილებული თანხებისა და გარემოზე ზემოქმედების ანგარიში გამოაქვეყნა.

„დოკუმენტის თანახმად, ბოლო 4 წლის განმავლობაში „საქართველოს რკინიგზის“ მიერ მწვანე პროექტებზე დახარჯულმა თანხამ 337.6 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მწვანე ობლიგაციის ჯამური მოცულობის 68%-ს შეადგენს. გარემოზე ზემოქმედების კუთხით კი კომპანიამ, როგორც ყველაზე სუფთა სატრანსპორტო საშუალების ოპერატორმა, ბოლო 4 წლის განმავლობაში 500,000 ტონა ნახშირორჟანგი (CO2) დაზოგა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ანგარიში დაამოწმა Sustainalytics-მა, რომელიც წარმოადგენს, გარემოს დაცვით, სოციალურ და მმართველობით (ESG) საკითხებზე მომუშავე წამყვან საერთაშორისო კომპანიას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დეტალები შეგიძლიათ იხილოთ რკინიგზის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: https://www.railway.ge/evroobligaciebi/