
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ევროკავშირის ორ წლიან TWINNING პროექტს – „საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებას“ იწყებს.
აღნიშნულ საკითხზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე TWINNING პროექტის რეგიონულ კოორდინატორს სიუზან ნოლანს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე სამოქმედო გეგმა და პროექტით გაწერილი აქტივობები განიხილეს. ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ევროკავშირი TWINNING-ის პროექტს საქართველოს პარლამენტში პირველად იწყებს და მისი თქმით, საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების მიმართულებით კომიტეტისთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის გამოცდილება.
პროექტის კორდინატორმა, სიუზან ნოლანმა აღნიშნა, რომ TWINNING -ის პროექტი, გარდა საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებისა ასევე მოიცავს საბიუჯეტო პროცესში კომუნიკაციის გაუმჯობესებას ძირითად აქტორებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.