ნავთობისა და გაზის უკიდურესად მაღალი ფასებით, ენერგეტიკული კომპანიები რეკორდულ მოგებას იღებენ

0
135

ნავთობისა და გაზის უკიდურესად მაღალი ფასებით, ენერგეტიკული კომპანიები რეკორდულ მოგებას იღებენ. ამის შესახებ Financial Times-ი კომპანიის ანგარიშებზე დაყრდნობით იტყობინება.

კარანტინის დასრულების შემდეგ, მოთხოვნის სწრაფმა აღდგენამ და რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით გამოწვეული ენერგიის ფასების ზრდამ ორწლიანი ვარდნის შემდეგ, ენერგეტიკული კომპანიების მოგება გაზარდა. ამას მოწმობს Shell-ის, Equinor-ის, TotalEnergies-ისა და Repsol-ის პრესსამსახურების მონაცემები.

მეორე კვარტალში ბრიტანულმა Shell-მა მიიღო $11.5 მილიარდი წმინდა მოგება, ნორვეგიის Equinor-მა $6.8 მილიარდი, საფრანგეთის TotalEnergies-მა $5.7 მილიარდი და ესპანურმა Repsol-მა $1.2 მილიარდი.

ამ თანხების ნაწილი საფონდო ბირჟიდან კომპანიების აქციების შესაძენად მოხმარდება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ კომპანიებს აქვთ ჭარბი სახსრები და სურთ გააძლიერონ თავიანთი ფინანსური მდგომარეობა.

მაგალითად, Shell გეგმავს 6 მილიარდი დოლარის დახარჯვას აქციების შესყიდვაზე.

JPMorgan-ის ანალიტიკოსის, კრისტიან მალეკის აზრით, „ეს მიანიშნებს კომპანიის ნდობაზე ფულადი სახსრების ნაკადების მიმართ“.

სანდრო პირველი