ლატვია გაზს “გაზპრომისგან” შუამავალი კომპანიის მეშვეობით ყიდულობს

0
175

ლატვიის გაზის გადაცემის სისტემის მთავარი ოპერატორი Latvijas gaze რუსულ გაზს შუამავლის მეშვეობით ყიდულობს. ამის შესახებ იუწყება გამოცემა Delfi.

კომპანიის ხელმძღვანელის, აიგარას კალტვისის (Aigars Kalvitis) თქმით, გადახდა ხდება ევროში და არა რუბლებში.

“Latvijas gāze ახლა ყიდულობს გაზს (რუსეთიდან), მაგრამ ჩვენ არ ვყიდულობთ გაზს “გაზპრომისგან”, რადგან ვერ შევძლებთ “გაზპრომთან” ანგარიშსწორებას. ჩვენ გვყავს სხვა მომწოდებელი. ვინ არის ის, არის კომერციული ინფორმაცია, რომელსაც საჯარო სივრცეში არ განვიხილავთ“, – განაცხადა მან.

ლატვიამ რუსული გაზის მიღება აპრილში შეწყვიტა, მას შემდეგ რაც რუსეთმა რუბლის ანგარიშებზე გადასვლა მოითხოვა. მანამდე ლატვიის საეიმამ საბოლოო მოსმენით დაამტკიცა რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდების აკრძალვა 2023 წლის 1 იანვრიდან.

გიორგი არაბული