იაპონია გლობალური ბირთვული განიარაღების გეგმას წარადგენს

0
180

იაპონიის პრემიერ მინისტრი, ფუმიო კიშიდა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნების მიმოხილვის კონფერენციაში მონაწილეობისას აპირებს წარმოადგინოს გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს გლობალური ბირთვული განიარაღების განხორციელებას.

ამის შესახებ კიშიდამ იაპონურ სააგენტო Kyodo-სთან ინტერვიუში განაცხადა.

”მე ვგეგმავ მოვუწოდო საერთაშორისო საზოგადოებას თანამშრომლობისაკენ გეგმის გამოქვეყნებით, რათა მივაღწიოთ სამყაროს ბირთვული იარაღის გარეშე”, – თქვა მან.

კიშიდამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი გეგმა ითვალისწინებს უკრაინაში არსებულ ვითარებას.

ის იქნება იაპონიის პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც დაესწრება NPT-ის მიმოხილვის კონფერენციას. კიშიდა ასევე აპირებს ხაზი გაუსვას, რომ იაპონია გააგრძელებს არაბირთვულ პოლიტიკას.

ტოკიო იცავს სამი არაბირთვული პრინციპის პოლიტიკას – არ ჰქონდეს, არ აწარმოოს და არ შემოიტანოს ბირთვული იარაღი თავის ტერიტორიაზე, დასძინა მან.

ეკა უკლება