
დიდი ბრიტანეთი და საქართველო შეთანხმდნენ, გააფართოვონ თავიანთი თავდაცვის პარტნიორობა და ერთობლივად გააძლიერონ უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში, წერს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო Twitter-ზე.
„[დიდი ბრიტანეთი] თავდაცვის მდივნის მოადგილე შეიარაღებულ ძალებში, ჯეიმს ჰიპი და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ლელა ჩიქოვანი გუშინ შეთანხმდნენ გააძლიერონ უსაფრთხოების თანამშრომლობა შავ ზღვაში და ითანამშრომლონ ერთობლივი სამხედრო წვრთნებისა და სასწავლო პროგრამების მეშვეობით, როგორც ჩვენი ქვეყნების მჭიდრო თავდაცვის პარტნიორობის ნაწილი“, – აღნიშნეს დეპარტამენტში.
Armed Forces Minister @JSHeappey & Georgian Deputy Defence Minister Lela Chikovani yesterday agreed to enhance co-operation on Black Sea security & to work together via a package of joint military training & exercises, as part of our increasingly close defence partnership 🇬🇧🇬🇪 pic.twitter.com/liiNlOtIb7
— Ministry of Defence 🇬🇧 (@DefenceHQ) July 28, 2022