2021 წელს ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებულ ეკონომიკურ სუბიექტების შემოსავლებმა 147.3 მლნ ლარი შეადგინა

0
100

2021 წელს ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებულ ეკონომიკურ სუბიექტების შემოსავლებმა 147.3 მლნ. ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქასტატი აქვეყნებს.

კერძოდ, 147.3 მილიონიდან 16.2 მლნ. ლარი (11.0 პროცენტი) ვაჭრობის უფლების გაცემიდან (ერთჯერადი გადასახდელის სახით) მიღებული შემოსავლებია, 125.2 მლნ ლარი (85.0 პროცენტი) – სავაჭრო ფართის გაქირავებიდან მიღებული შემოსავლები, ხოლო 5.9 მლნ ლარი (4.0 პროცენტი) მიეკუთვნება სხვა სახის შემოსავლებს.

ამავე პერიოდში ბაზრებისა და ბაზრობის ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების დანახარჯებმა 92.8 მლნ. ლარი შეადგინა, აქედან შრომის ანაზღაურება დასაქმებულ პერსონალზე 27.4 მლნ. ლარია

„საქსტატის“ ცნობით, საქართველოში მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე 53.2 ათასი სავაჭრო ადგილია, სადაც მოვაჭრეთა საშუალო დღიური რაოდენობა 38.1 ათას კაცს შეადგენს.

2021 წელს საქართველოში ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 194 ეკონომიკური სუბიექტი ფუნქციონირებდა, რომელთა 30.9 პროცენტი ქ. თბილისშია განთავსებული, ხოლო 19.1 პროცენტი – იმერეთის, 12.9 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის, 11.9 პროცენტი – კახეთის, 7.2 პროცენტი – ქვემო ქართლის, 5.7 პროცენტი – აჭარის, 4.6 პროცენტი – შიდა ქართლის, 2.6 პროცენტი – სამცხე-ჯავახეთის, 2.6 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის, 1.5 პროცენტი – გურიის და 1.0 პროცენტი – რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონებში.