პაატა ბაირახტარი: საწვავი არაბრენდირებულ სადგურებზე ₾1-ით იაფია, ვიდრე ბრენდირებულზე

0
347

“1 ლიტრი საწვავი, თითქმის 1 ლარით უფრო იაფი ღირს არაბრენიდრებულ სადგურებზე, ვიდრე ბრენდირებულებზეა”-ამის შესახებ ეკონომისტი პაატა ბაირახტარი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. 

“შეუძლებელია 84 თეთრიანი სხვაობა იყოს ერთი და იგივე ტიპის საწვავზე და ამას ვერანაირი მარკეტინგული ხარჯები ვერ ამართლებს. შეუძლებელია პატარა მცირე კომპანიას შეეძლოს, საწვავი ერთი ლარით უფრო იაფად გაყიდოს და ამის საშუალება არ ქონდეს მის კონკურენტ, დომინანტ კომპანიას.

შეუძლებელია კომპანიამ 25 თეთრიანი ფასდაკლება შესთავაზოს ერთგულ მომხმარებელს, თუ ამის საშუალებას საერთაშორისო ფასები არ იძლევა. როგორც მაგალითად ეს კომპანია “ლუკოილმა” გააკეთა ბოლო პერიოდში,”-აცხადებს ბაირახტარი.