აშშ-ში მონეტარული პოლიტიკა კვლავ გამკაცრდა

0
139

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ (Fed) მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.75 პროცენტული პუნქტით გაზარდა.

ეს ზედიზედ მეორე გამკაცრებაა ბოლო ორ თვეში გამკაცრა.

აღსანიშნავია, რომ ამერიკაში ინფლაცია ორნიშნა ნიშნულთან ახლოსაა. ივნისში სამომხმარებლო ფასების ზრდამ 9.1% შეადგინა, რაც 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

აშშ-ში 1980 წლის შემდეგ ყველაზე აგრესიული გამკაცრების პოლიტიკა ტარდება და მხოლოდ წელს განაკვეთი თითქმის 0%-დან 2.25-2.50%-მდე მერყეობს.

შემდეგი სხდომა ცენტრალურ ბანკში სექტემბერშია ჩანიშნული.

მოსალოდნელია, რომ წელს Fed-ის საპროცენტო განაკვეთი 3.4%-ს, მომავალ წელს კი 3.8%-ს მიაღწევს.

სანდრო პირველი