
TANAP გაზსადენის სიმძლავრე, რომლითაც გადის აზერბაიჯანული გაზი, შეიძლება გაორმაგდეს. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა TRT Haber-თან ინტერვიუში განაცხადა.
ევროკავშირისა და აზერბაიჯანის მიერ გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის კომენტირებისას მინისტრმა ევროპაში მეტი ბუნებრივი გაზის გაგზავნის შესახებ განაცხადა:
„TANAP-ის სიმძლავრე შეიძლება გაორმაგდეს. წლიური 16 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი 31-32 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს“.
მისი თქმით, ეს მოითხოვს ინვესტიციებს, რადგან აუცილებელია მილსადენის გამტარუნარიანობის გაზრდა.
ფატიჰ დონმეზმა დაადასტურა თურქეთის მზადყოფნა მონაწილეობა მიიღოს პროექტში.
„ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობდით Turkish Stream-ისა და TANAP-ის პროექტებში.
ჩვენ წვლილი შევიტანეთ როგორც ჩვენი მიწოდების უსაფრთხოებაში, ასევე ჩვენი ევროპელი მეზობლების უსაფრთხოებაში. ჩვენ ისევ იქ ვიქნებით“, – თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ TANAP-ის მილსადენი ითვალისწინებს გაზის ტრანსპორტირებას „შაჰ-დენიზის“ საბადოდან საქართველო-თურქეთის საზღვრიდან თურქეთის დასავლეთით.
ამ პროექტიდან საქართველოს სარგებელი არის ის, რომ თუ შაჰ-დენიზის მილსადენის მოცულობა გაიზრდება, შესაბამისად, ქვეყანა ტრანზიტის საფასურად უფრო მეტ იაფ გაზს მიიღებს.
გიორგი არაბული