ღარიბაშვილი – კარიბჭის ამპლუაში საქართველოს მზარდი როლი ცენტრალური აზიის ქვეყნების მიერ შესაძლოა მეტად იქნეს ათვისებული

0
119

კარიბჭის ამპლუაში საქართველოს მზარდი როლი ცენტრალური აზიის ქვეყნების მიერ შესაძლოა მეტად იქნეს ათვისებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ყაზახ კოლეგასთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობა და თანამშრომლობის შემდგომი ზრდის შესაძლებლობები განიხილეს.

“ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალიხან სმაილოვთან. განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული პარტნიორობა და თანამშრომლობის შემდგომი ზრდის შესაძლებლობები ორმაგ და მრავალმხრივ ფორმატებში.

კარიბჭის ამპლუაში საქართველოს მზარდი როლი შესაძლოა მეტად იქნეს ათვისებული ცენტრალური აზიის ქვეყნების მიერ”,-აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.