რუსეთის ბაზარზე აქტივობის შემცირების გამო, Microsoft-მა 126 მილიონი დოლარი დაკარგა

0
123

Microsoft Corporation-ს 126 მილიონი დოლარის საოპერაციო ხარჯები შეექმნა რუსული ბაზრის დატოვების გადაწყვეტილების გამო.

ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის მიერ გასული კვარტლის გამოქვეყნებულ ფინანსურ ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, Microsoft-ის კვარტალური შემოსავალი იყო $51,9 მილიარდი, რაც 12%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

Microsoft-ის წმინდა შემოსავალმა შეადგინა $16,7 მილიარდი, რაც 2%-ით მეტია წინა წელთან შედარებით.

ეკა უკლება