მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო საღეჭი რეზინი შექმნეს

0
214

შეერთებულ შტატებში მეცნიერებმა შექმნეს საღეჭი რეზინი, რომელიც იჭერს Covid-19 ნაწილაკებს და ანეიტრალებს მათ. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

ექსპერიმენტული საღეჭი რეზინი შეიცავს ACE2 პროტეინის ასლს, რომელიც ვირუსის „ხაფანგს“ წარმოადგენს. ექსპერიმენტის დროს, ვირუსული ნაწილაკები საღეჭი რეზინის ACE2 „რეცეპტორებს“ ერთვის, რის შემდეგაც ვირუსული დატვირთვა შეუმჩნეველ დონემდე ეცემა.

„ცხვირით გადაცემა უმნიშვნელოა პირის ღრუს მეშვეობით გადაცემასთან შედარებით. ACE2 პროტეინთან ერთად საღეჭი რეზინის და ACE2 პროტეინის მიღებამ უნდა შეამციროს ინფექცია, რითაც იცავს COVID-19 პაციენტებს და ხელს უშლის გადაცემას,” – თქვა კვლევის ლიდერმა, დოქტორმა ჰენრი დანიელმა პენსილვანიის უნივერსიტეტის სტომატოლოგიური მედიცინის სკოლადან.

საღეჭი რეზინის კლინიკური კვლევები ჯერ კიდევ გრძელდება.

ეკა უკლება