ყაზახეთმა ევროპის ქვანახშირის ბაზარზე რუსეთის ჩანაცვლება დაიწყო

0
125

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, ყაზახეთმა ევროკავშირისთვის ნახშირის მიწოდება გააორმაგა. ევროპის სტატისტიკური სამსახურის Eurostat-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში ქვეყანამ იმაზე მეტის მოცულობა გაგზავნა, ვიდრე გასულ წელს.

წლის დასაწყისში ყოველთვიური მიწოდება იყო 140-200 ათასი ტონა, მარტიდან – 300-400 ათასი ტონა, ერთი წლით ადრე, აპრილსა და მაისში, ყაზახეთმა ევროკავშირში მხოლოდ 60-70 ათასი ტონა გაგზავნა.

ყაზახეთი ნახშირს ევროპის ქვეყნებს ძირითადად საზღვაო გზით აწვდის რუსეთის ან ბალტიისპირეთის პორტებში (782 ათასი ტონა წელს და 240 ათასი ტონა გასულ წელს), რკინიგზით (635 ათასი და 540 ათასი ტონა, შესაბამისად) და სახმელეთო გზებით ( 90 ათასი და 8,2 ათასი ტონა).

სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, საერთო ჯამში, გასულ წელს ყაზახეთმა 29,2 მილიონი ტონა ნახშირი გაიტანა, ძირითადი მიმართულებები იყო რუსეთი (19 მილიონი ტონა), შვეიცარია (4,8 მილიონი ტონა) და ბელორუსია (1,9 მილიონი ტონა).

ამავდროულად, ევროკავშირში თერმული ნახშირის მიწოდების უმეტესი ნაწილი პირველ კვარტალში რუსეთზე იყო (51%).

„რუსმა ტრეიდერებმა მოახერხეს ბაზრის უდიდესი წილის მიღწევა, მიუხედავად წილის მნიშვნელოვანი შემცირებისა (მინუს 19%), 2021 წლის პირველ კვარტალთან შედარებით“, – ნათქვამია ევროსტატის კვარტალურ ანგარიშში.

ამავე პერიოდში ყაზახეთიდან ნახშირის მიწოდების წილი 2-დან 3%-მდე გაიზარდა, აშშ-ს პორტებიდან კი 9-დან 5%-მდე შემცირდა.

მანამდე ევროპული ქვეყნები შეთანხმდნენ რუსული ნახშირის იმპორტის შემაკავებელ ზომებზე, რაც ევროკავშირის მეხუთე სანქციების პაკეტში შევიდა.

გიორგი არაბული