რუსული გაზი შესაძლოა დასავლური სანქციების მომდევნო პაკეტში მოხვდეს

0
190

ევროკავშირში რუსული გაზის იმპორტის აკრძალვა შესაძლოა სანქციების მერვე ან მეცხრე პაკეტით დაწესდეს. ამის შესახებ ესტონეთის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელმა, რიინა სიკუტმა განაცხადა.

“მიუხედავად იმისა, რომ რუსულ გაზზე ემბარგო არ არსებობს, ჩვენ მაინც მხარს ვუჭერთ მას. შესაძლოა, ეს იყოს სანქციების მერვე პაკეტში, ან მეცხრე პაკეტში.

ომი ჯერ კიდევ გრძელდება და დაწესებული სანქციები საკმარისი არ აღმოჩნდა”, – განაცხადა მინისტრმა ევროკავშირის საბჭოს დაუგეგმავ შეხვედრაზე, რომელიც ენერგეტიკის მინისტრების დონეზე ჩატარდა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გაზისა და მისი მოხმარების მხრივ განსხვავებული მდგომარეობაა და ამ ქვეყნების მოსახლეობა „არ უნდა დარჩეს სიცივეში“.

ეკა უკლება