რუსეთი ირანს აზერბაიჯანამდე რკინიგზის ასაშენებლად $1.5 მილიარდს გამოუყოფს

0
266

2030 წლამდე, რუსეთი ირანსისთვის 1,5 მილიარდი დოლარის გამოყოფას აპირებს რკინიგზის მშენებლობისა და განვითარებისთვის.

ამის შესახებ რუსული მედია რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს პრეზენტაციაზე დაყრდნობით წერს.

მონაცემების მიხედვით, თანხა დაიხარჯება აზერბაიჯანის სასაზღვრო ქალაქ ასტარადან ირანის ქალაქ რაშტამდე 164 კილომეტრიანი განშტოების მშენებლობაზე, ასევე 495 კმ სიგრძის გარმსარ-ინჩე-ბურუნის ხაზის ელექტროფიკაციაზე.

ორივე მიმართულება 20 წლის წინ შექმნილი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის (ITC) „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ ნაწილია.

ხაზის მშენებლობა 2 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, აზერბაიჯანმა პირველი 500 მილიონი დოლარი ხუთი წლის წინ გამოყო.

სანდრო პირველი