ირანმა ნავთობის ექსპორტიდან შემოსავალი 580%-ით გაზარდა

0
198

ირანის ნავთობის ექსპორტის შემოსავალი 580%-ით გაიზარდა 2022 წლის ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, განაცხადა ირანის მთავრობის ეკონომიკურმა წარმომადგენელმა აჰსან ხანდუზმა, იტყობინება IRNA.

ირანული კალენდრის მიხედვით, წელი 2022 წლის 21 მარტს დაიწყო. ამ თარიღიდან ოთხი თვის განმავლობაში ნავთობის ექსპორტის შემოსავლები 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 580%-ით გაიზარდა.

ხანდუზის თქმით, შემოსავლების ზრდა გამოწვეულია ნავთობის ექსპორტის ზრდით, ასევე ქვეყნის შიგნით გაცვლითი კურსის ცვლილებით სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში.

მანამდე ირანის ხელისუფლებამ გადაწყვიტა არ გამოეყენებინა აშშ დოლარის ფიქსირებული კურსი ექსპორტ-იმპორტის ოპერაციებისთვის, რომელიც ოფიციალურად 5-6-ჯერ დაბალი იყო საბაზროზე.

სანდრო პირველი