თურქეთს ევროპაში ყველაზე დიდი გაზსაცავი ექნება

0
200

თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა განაცხადა, რომ სილივრის მიწისქვეშა ბუნებრივი აირის საწყობი სიმძლავრის გაფართოების შემდეგ, ის ყველაზე დიდი გახდება ევროპაში, წერს სააგენტო Anadolu.

წინა დღით სამმართველოს უფროსმა საწყობის ტერიტორია დაათვალიერა და პირადად ნახა, როგორ მიდის სამუშაოები მის გაფართოებაზე.

მისი თქმით, ეს ობიექტი უკიდურესად მნიშვნელოვანია თურქეთის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის. იგეგმება, რომ ყველა სამუშაო წლის ბოლომდე დასრულდება.

„დღეს სილივრს შეუძლია 3,2 მილიარდი კუბური მეტრის დაგროვება, მაგრამ მალე ეს მაჩვენებელი 4,6 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.

ჩვენ ასევე გავზრდით გაზმომარაგების მოცულობას 28 მილიონი კუბური მეტრიდან 75 მილიონ კუბურ მეტრამდე დღეში“, – განაცხადა ფატიჰ დონმეზმა.

სანდრო პირველი