სერბეთი მიჰყვება ევროპულ გზას, მაგრამ არ იტყვის უარს რუსეთთან მეგობრულ კავშირზე – სერბეთის პრეზიდენტი

0
157

„სერბეთი არ აპირებს უარი თქვას ტრადიციულ მეგობრულ კავშირებზე გრძელვადიან პარტნიორებთან, მიუხედავად იმისა, რომ სერბეთი ევროკავშირისკენ მიდის“, – ამის შესახებ დღეს, 25 ივლისს, სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა აშშ-ს ელჩის კრისტოფერ ჰილის კომენტარის საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც თქვა, რომ მას [კრისტოფერ ჰილის] სურს ამ ბალკანეთის ქვეყნის „პროდასავლური მთავრობა“.

„მე არ ვარ აქ სურვილების ასასრულებლად, სერბეთის ხალხი და მოქალაქეები არიან ის, ვინც ირჩევს. მათ აირჩიეს, რომ სერბეთის ჰყოლოდა მთავრობა, რომელიც საკუთარ ინტერესებზე ფიქრობს.

რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, რომ ჰილმა თქვა, რომ მინისტრების არჩევაში არ ჩაერევა, რაც, ვფიქრობ, ნორმალურია.

სერბეთი ევროპულ გზაზე დგას და ეს გზა გაგრძელდება, მაგრამ რესპუბლიკა შეინარჩუნებს თავის ღირებულებებს და არ დათმობს ტრადიციულ მეგობრულ კავშირებს ვინმეს თხოვნით“, – განაცხადა ვუჩიჩმა სიტყვით გამოსვლისას.

ეკა უკლება