რა შემთხვევაში დაებლოკება პირს სამგზავრო პლასტიკურ ბარათი 1 წლით

0
298

18 ივლისიდან ძალაშია ცვლილება, რომლის მიხედვითაც, იმ შემთხვევაში თუ პირი თავის კუთვნილ სამგზავრო პლასტიკურ ბარათს, რომელიც ერთიან სატრანსპორტო სისტემაშია ინტეგრირებული, სხვა პირის მგზავრობის საფასურის გადასახდელად გამოიყენებს, ან სხვას გადასცემს სამგზავროდ, დაჯარიმდება და ბარათი 1 წლით დაებლოკება.

დაბლოკვის ვადის გასვლის შემდეგ, ბარათი ავტომატურად განიბლოკება. თუმცა, შესაძლებელია ბარათის განბლოკვა გამონაკლისის სახითაც.

შესაბამისი გადაწყვეტილება ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა უნდა მიიღოს.