უკრაინელებს ახალი სტრატეგია აქვთ, რუსებს ლოჯისტიკურ ცენტრებს უნადგურებენ – მაისაია

0
307

უკრაინელები გამოფიტვის სამხედრო სტრატეგიაზე გადავიდნენ, ისინი რუსებს ზურგის მართვისა და ლოჯისტიკურ-საკომუნიკაციო წერტილებს უნადგურებენ, რაც საოკუპაციო ჯარების საბრძოლო მოქმედებების ტემპს აგდებს და აიძულებს, რომ თავდაცვაზე გადავიდნენ და არა იმაზე, რომ შეტევისთვის იზრუნონ – ამის შესახებ „რეზონანსთან” სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ განაცხადა. როგორც იგი ამბობს, იმის გამო, რომ საოკუპაციო ჯარებს დასავლური შორსმსროლელი იარაღი სერიოზულ საფრთხეს უქმნის, სამხედრო მოქმედებები მალევე განაახლეს, საჩქარო გეგმა შეიმუშავეს,ოთხი დაჯგუფება შექმნეს და შესაძლოა უკრაინის ტერიტორიიის სიღრმეში შეჭრაც სცადონ.

ექსპერტისვე შეფასებით, ახლა ომის მეორე ფაზის მეორე ეტაპია.

„რუსებს უკრაინაში ოპერტიული პაუზა აღარ აქვთ, შეტევაზე გადავიდნენ, სერგეი შოიგუმ ოკუპირებულ დონბასში ინსპექტირება იმ შენაერთებში ჩაატარა, რომლებიც ამ ინტერვენციას ახორციელებენ, მაშინვე გასცა ბრძანება, რომ აქტიური საბრძოლო მოქმედებები დაეწყოთ.

„რუსებმა როგორც ჩანს სტრატეგიული მოდგომები შეცვალეს, ოთხი საარმიო დაჯგუფება შექმნეს, „აღმოსავლეთი”,”დასავლეთი”,”ჩრდილოეთი” და „სამხრეთი”, რომლებსაც შესაბამისი სარდლები ხელმძღვანელობენ, ერთ-ერთი დაჯგუფების სარდალი გენერალ-ლეიტენანტი მურადოვია, რომელიც მთიანი ყარაბაღის ე.წ. სამშვიდობო კონტინგენტიდან ფრონტის წინა ხაზზე გადმოისროლეს. ოთხ საარმიო დაჯგუფებას თავიანთი ოპერატიული მიმართულება აქვთ, გადაჯგუფების და ოპერატიული პაუზის ძირითადი მიზანი ეს იყო. რუსები უკვე ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების სტრატეგიაზე გადავიდნენ.

„ამ დაჯგუფებებს როგორც ჩანს ოპერატიული მიმართულება მიენიჭათ და არაა გამორიცხული, რომ უკრაინის ტერიტორიის სიღრმეშიიც შეჭრა სცადონ. სავარაუდოდ მიმართულებები ასეთი იქნება „ჩრდილოეთის” დაჯგუფების მიმართულება იქნება ხარკოვი, „სამხრეთის”-კრივოეროგი ზაპოროჟიე, „აღმოსავლეთის” მისია ნიკოლაევი ოდესის მიმართულება იქნება, „ჩრდილოეთის”- ხარკოვი. ეს სავარაუდო მიმართულებებია.

„რუსეთმა გეგმის რეალიზაცია უკვე დაიწყო, ეს ომის მეორე ფაზის მეორე ეტაპია, ისინი ამ სტრატეგიაზე იმიტომ გადავიდნენ, რომ უკრაინაში არსებული დასავლური ტიპის შორი მანძილის იარაღი საკმაოდ სერიოზულ საფრთხეს უქმნის, უკრაინელები გამოფიტვის სამხედრო სტრატეგიაზე გადავიდნენ, ისინი რუსეთის ზურგის მართვისა და ლოჯისტიკურ-საკომუნიკაციო წერტილებს უნადგურებენ, რაც საოკუპაციო ჯარების საბრძოლო მოქმედებების ტემპს აგდებს და აიძულებს, რომ თავდაცვაზე გადავიდნენ და არა იმაზე, რომ შეტევისთვის იზრუნონ. უკრაინელებმა რუსებს რამდენიმე საცავი უკვე გაუნადგურეს, ასევე განადგურებულია ერთ-ერთი ხიდი, რომლის გამოც რუსებს თუნდაც „სამხრეთის” საარმიო დაჯგუფების მომარაგება გაუჭირდებათ”,- განაცხადა მაისაიამ.

წყარო: „რეზონანსი”