ევროპა რუსული ნავთობის ჩანაცვლებას საუდის არაბული და ერაყული ნავთობით ცდილობს

0
126

საუდის არაბეთი და ერაყი ზრდიან ნავთობის მიწოდებას ევროპის ბაზარზე, სადაც მყიდველები თანდათან უარს ამბობენ რუსეთისგან ენერგიის იმპორტზე. ამ დასკვნამდე “ბლუმბერგი” საზღვაო გემების თვალთვალის მონაცემების გაანალიზების შემდეგ მივიდა.

საუდის არაბეთი აგზავნის ნავთობის ტანკერებს ეგვიპტეში, სადაც ის ხვდება სუმედის მილსადენში, რომელიც აკავშირებს აინ სოხნას ტერმინალს, რომელიც მდებარეობს წითელ ზღვაზე, ხმელთაშუა ზღვის პორტ სიდი კერირთან. იქ ნავთობი კვლავ იტვირთება ტანკერებზე და იგზავნება მყიდველებისთვის ევროპაში.

სააგენტოს ცნობით, ივლისის პირველ სამ კვირაში მილსადენით დღეში 1 მილიონ ბარელზე მეტი ნავთობი შევიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ მოცულობას ორჯერ აღემატება.

წინა თვესთან შედარებით Sumed-ის სიმძლავრე გაიზარდა დაახლოებით 200 000 ბარელით დღეში.

ერაყი, საუდის არაბეთისგან განსხვავებით, ევროპის ბაზრებს ნავთობს მხოლოდ ზღვით აწვდის. ამ თვეში ტანკერები, რომლებიც სპარსეთის ყურიდან ხმელთაშუა ზღვაში მიცურავდნენ სუეცის არხის გავლით, დღეში დაახლოებით 1,2 მილიონი ბარელი ნავთობი გადაჰქონდათ.

სააგენტო წერს, ამ ნავთობის უმეტესი ნაწილი ერაყში იყო გადაზიდული. ამრიგად, ახლო აღმოსავლეთიდან ევროპაში ნავთობის მიწოდების მთლიანი მოცულობა შეიძლება გაიზარდოს 2,2 მილიონ ბარელამდე დღეში, რაც თითქმის 90%-ით მეტია 2022 წლის იანვარში დაფიქსირებულ მონაცემებზე.

3 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ მიიღო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი, რომელიც მოიცავს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საზღვაო მიწოდების გადადებულ ემბარგოს.

ევროკავშირი ვარაუდობს, რომ ექვს თვეში მთლიანად მიატოვებს რუსულ ნედლ ნავთობს, ხოლო რვა თვეში – ნავთობპროდუქტებს.

სანდრო პირველი