რუსეთმა არამეგობრული სახელმწიფოების სია კიდევ 5 ქვეყნით გააფართოვა

0
332

რუსეთის მთავრობამ არამეგობრული სახელმწიფოების სია გააფართოვა. მასში შედიან საბერძნეთი, დანია, სლოვენია, ხორვატია და სლოვაკეთი, წერს რუსული მედია.

რუსეთის მთავრობის განკარგულება მიღებულ იქნა პრეზიდენტის 2021 წლის 23 აპრილს არამეგობრულ სახელმწიფოებზე ზემოქმედების ღონისძიებების შესახებ განკარგულების შესასრულებლად.

დადგენილება ითვალისწინებს შეზღუდვას სრულ აკრძალვამდე არამეგობრული ქვეყნებისთვის, რომ დაიქირაონ თანამშრომლები რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე პირებიდან საელჩოებში, საკონსულოებსა და წარმომადგენლობით სამთავრობო უწყებებში სამუშაოდ.

მთავრობის სიაში, გარდა ქვეყნების დასახელებისა, მითითებულია, თუ რამდენ პირს შეუძლია რუსეთის ფედერაციაში, არამეგობრული ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებში დაკავშირება შრომით ურთიერთობებში.

საბერძნეთს აქვს 34 ადამიანის ლიმიტი, დანიას – 20, სლოვაკეთს – 16. სლოვენია და ხორვატია ვერ შეძლებენ თანამშრომლების დაქირავებას დიპლომატიურ მისიებსა და საკონსულო ოფისებში.

მთავრობის მიერ დამტკიცებული სია საბოლოო არ არის და შესაძლოა გაფართოვდეს. 2021 წლის მაისში შეზღუდვები დაწესდა შეერთებული შტატებისა და ჩეხეთის დიპლომატიურ მისიებს.

ეკა უკლება