რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტალური პოლიტიკის განაკვეთი 150 საბაზისო პუნქტით 8%-მდე შეამცირა

0
179

რუსეთის ბანკის დირექტორთა საბჭომ პარასკევს, 22 ივლისს საბაზისო განაკვეთის (მონეტალური პოლიტიკის) 150 საბაზისო პუნქტით (bp) შემცირების გადაწყვეტილება მიიღო და იგი 8%-მდე დაწია, ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში.

„სამომხმარებლო ფასების ზრდის ამჟამინდელი ტემპი რჩება დაბალი, რაც წლიური ინფლაციის შემდგომ შენელებას უწყობს ხელს. ეს განპირობებულია როგორც ერთჯერადი ფაქტორების გავლენით, ასევე სამომხმარებლო მოთხოვნის შეკავებული დინამიკით.

მოსახლეობისა და ბიზნესის ინფლაციური მოლოდინები საგრძნობლად შემცირდა და მიაღწია 2021 წლის გაზაფხულის დონეს. ბიზნეს აქტივობა უფრო ნელა იკლებს, ვიდრე რუსეთის ცენტრალური ბანკი ელოდა ივნისში, თუმცა, რუსეთის ეკონომიკისთვის გარე პირობები რჩება მძიმე და კვლავაც მნიშვნელოვნად ზღუდავს ეკონომიკურ აქტივობას.

მარეგულირებელი აპირებს შემდგომი გადაწყვეტილებების მიღებას ძირითად განაკვეთზე ინფლაციის რეალური და მოსალოდნელი დინამიკის სამიზნეთან მიმართებაში, ეკონომიკური რესტრუქტურიზაციის პროცესის, ასევე შიდა და გარე პირობების რისკების და ფინანსური ბაზრების რეაქციის გათვალისწინებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცენტრალური ბანკი საბაზისო განაკვეთის შემცირების მიზანშეწონილობას 2022 წლის მეორე ნახევარში შეაფასებს.

„რუსეთის ბანკის პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე მონეტარული პოლიტიკის გათვალისწინებით, წლიური ინფლაცია 12-15%-მდე შემცირდება 2022 წელს. 5-7% 2023 წელს და 4%-მდე 2024 წელს.

რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის დირექტორთა საბჭოს შემდეგი სხდომა, რომელიც საბაზისო განაკვეთის საკითხს განიხილავს, 16 სექტემბერს არის დაგეგმილი.

სანდრო პირველი