პეტროკას ენერჯი ჯგუფი განცხადებას ავრცელებს

0
350

ვეხმაურებით ინფორმაციას ბატონ დავით იაკობაშვილის კომპანია პეტროკასში მონაწილეობის შესახებ, რომელიც  ბოლო დროს სისტემატიურად ვრცელდება საქართველოს მასმედიაში და მათ შორის ტელევიზიის სხვა და სხვა არხების მიერ.

საჭიროდ ვთვლით, კიდევ ერთხელ  განვმარტოთ, რომ ბატონი დავით იაკობაშვილი, რომელმაც თავის დროზე განახორციელა ინვესტიციები კომპანიაში, 2014 წ. დეკემბრიდან არის მინორიტარი აქციონერი.

2022 წლის 10 მაისს ბატონი დავით იაკობაშვილი გავიდა ჯგუფის  დირექტორთა  საბჭოდან.

კომპანიაში ინვესტიციის განხორციელების  შემდგომ პერიოდში იგი არ ყოფილა მმართველი აღმასრულებელი ორგანოების წევრი და შესაბამისად  არ  არის  ჩართული   კომპანიის საქმიანობაში.