ინდოეთის პრეზიდენტად დრაუპადი მურმუ აირჩიეს

0
117

ინდოეთის პრეზიდენტად 64 წლის დრაუპადი მურმუ აირჩიეს, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ორშაბათს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 4500-ზე მეტმა დეპუტატმა, ხმების დათვლა კი ხუთშაბათს განხორციელდა.

ყოფილი პედაგოგი, დრაუპადი მურმუ მეორე ქალი პრეზიდენტია ინდოეთის ისტორიაში.