თბილისის მერიის 73 მილიონიან ტენდერს „ეკოლუქსი“ უკონკურენტოდ იგებს

0
151

თბილისის მერიამ, შესყიდვის ელექტრონული პროცედურით, საბავშვო ბაგა-ბაღების საკვები პროდუქტებით მომარაგებაზე ტენდერი გამოახადა. 73 მლნ ლარის ღირებულების ტენდერში შპს ,,ეკოლუქსი’’ უკონკურენტოა.

ტენდერის პირობების მიხედვით, 2022 წლის 12 სექტემბრიდან 2023 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით, კანდიდატი ვალდებულია საბავშვო ბაღები მოამარაგოს სურსათით.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სურსათი 56 დასახელებისაა და მიწოდება ამ პროდუქტების უნდა განხორციელდეს შემსყიდველების დავალებების შესაბამისად.

ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო წესით, ეროვნულ ვალუტაში, ყოველთვიურად, ფაქტობრივად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

,,ტენდერების მონიტორის’’ მიხედვით, კომპანია ,,ეკოლუქსს’’ მონაწილეობა მიღებული აქვს 204 ტენდერში, აქედან 65 მათგანში გაიმარჯვა. მოგებული ტენდერების ჯამური ღირებულება კი 3.7 მლნ ლარია.

კომპანიის მფლობელთა სტრუქტურა კი ასეთია:

დავით იაღანაშვილი 50%,

ვეფხვია ჯაჭვაძე 50%.

წყარო: GBC.GE