
Tesla-მ 2022 წლის მეორე კვარტლის ბალანსი გამოაქვეყნა.
კომპანიის შემოსავალი მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 42%-ით გაიზარდა და 16,9 მილიარდი დოლარი შეადგინა.
შედარებისთვის აღვნიშნავთ, რომ გასული წლის მეორე კვარტალში კომპანიამ $11,9 მილიარდი გამოიმუშავა.
კომპანიის შემოსავალი მეორე კვარტალში, წლის პირველ კვარტალთან შედარებით 10%-ით შემცირდა.
პირველ კვარტალში ტესლამ $18,8 მილიარდი გამოიმუშავა.
ეკა უკლება