„ჭეშმარიტად მდგრადი ეკონომიკური მოდელის აშენება მოითხოვს ფართომასშტაბიან ინდუსტრიალიზაციას“

0
188

ცენტრალური აზიის (CA) ქვეყნების ამბიციები არ უნდა შემოიფარგლოს ორი სფეროთი, განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა, კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ცენტრალური აზიის სახელმწიფოს მეთაურთა IV საკონსულტაციო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.

„ჩვენი ამბიციები არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ცენტრალური აზიის პოზიციონირებით, როგორც წმინდა სახმელეთო ხიდად და ნედლეულის მიმწოდებლად.

ჭეშმარიტად მდგრადი ეკონომიკური მოდელის აშენება მოითხოვს ფართომასშტაბიან ინდუსტრიალიზაციას და ეკონომიკის ახალი პერსპექტიული სექტორების დაჩქარებულ განვითარებას“, – განაცხადა მან.

ყაზახეთის პრეზიდენტი თვლის, რომ ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებს სჭირდებათ კოორდინირებული საქმიანობა ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფეროში.

„ამიტომ, მთავრობებმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ სატარიფო პოლიტიკის ოპტიმიზაციისა და ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივების საკითხებზე“, – აღნიშნა ყაზახეთის ხელმძღვანელმა.

სიტყვით გამოსვლისას მან ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მუშაობის ხუთი სფერო გამოყო. ეს იყო: უსაფრთხოებისა და დიპლომატიის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება, რეგიონში არასტაბილურობის ფაქტორების აღმოფხვრა, ერთობლივი ძლიერი ეკონომიკური ბაზის ჩამოყალიბება, რეგიონის სატრანსპორტო კავშირის გაზრდა და კლიმატის გამოწვევებთან ბრძოლა.

სანდრო პირველი