„თიბისი“ ბიზნესის წარმომადგენლებს გადახდების ყველაზე მოქნილ პლატფორმას სთავაზობს

0
114

„თიბისი“ ბიზნესის წარმომადგენლებს გადახდების ყველაზე მოქნილ პლატფორმას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, Tbcpayments.ge ბიზნესების ცხოვრების გასამარტივებლად შეიქმნა. პლატფორმა ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევს, მათთვის სასურველი გადახდის პროდუქტები ონლაინ შეუკვეთონ და ონლაინ რეჟიმშივე მართონ პოს ტერმინალებსა და ელ კომერციაში გატარებული ტრანზაქციები.

“ვებ-გვერდზე ფუნქციონირებს გადახდების სივრცე, სადაც ავტორიზაციის/შესვლის შემთხვევაში, ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ:

  1. ლაივ რეჟიმში იხილონ ტრანზაქციები
  2. მიიღონ ამონაწერი მათთვის სასურველ დროს
  3. აწარმოონ ტრანზაქციების ანალიტიკა
  4. მოითხოვონ საგადახდო პროდუქტი
  5. აღრიცხონ შემოსავლები

ვებ-გვერდზე ასევე წარმოდგენილია გადახდის პროდუქტები, როგორც სავაჭრო, სასტუმრო და კვების ობიექტებისთვის, ისე ელექტრონულ კომერციაში ჩართული ონლაინ ბიზნესებისთვის. Tbcpayments.ge-ზე შეხვდებით გადახდის ტერმინალების უახლეს მოდელებსა და თანამედროვე, მოქნილ ონლაინ გადახდის სისტემებს, როგორიცაა: „თიბისი“ ელ კომერცია და ბმულით გადახდა. გადახდის სივრცეში შესვლა მარტივად, ინტერნეტბანკის მონაცემებითაა შესაძლებელი. გადახდების სივრცის ფუნქციონალით TBCPayments.ge -ზე უკვე 2500 კომპანია სარგებლობს.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: tbcpayments.ge“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.