Netflix-მა 2022 წლის II კვარტალში თითქმის 1 მილიონი გამომწერი დაკარგა

0
100

სტრიმინგის სერვისმა Netflix, თითქმის მილიონი ფასიანი აბონენტი დაკარგა 2022 წლის მეორე კვარტალში.

კომპანიის ანალიტიკოსების პროგნოზი 2 მილიონი მომხმარებლის დაკარგვა იყო.

კომპანიის კვარტალური ანგარიშების მიხედვით, კომპანიამ მეორე კვარტალში 2 მილიონის გადახდილი აბონენტის ზარალი იწინასწარმეტყველა. ფაქტობრივად, მათი რაოდენობა 221,64 მილიონიდან 220,67 მილიონამდე შემცირდა.

კომპანია ელოდება, რომ 2022 წლის მესამე კვარტლის ბოლომდე ფასიანი სერვისის აბონენტების რაოდენობა დაახლოებით 1 მილიონი ადამიანით გაიზრდება.

კომპანიის შემოსავალმა საანგარიშო პერიოდში 7,97 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ხოლო მოგებამ – 1,44 მილიარდ დოლარს.

2022 წლის პირველ კვარტალში კომპანიამ გამოაცხადა 7,86 მილიარდი დოლარის შემოსავალისა და 1,59 მილიარდი დოლარის მოგების შესახებ.