თურქეთს რუსულ ენერგორესურსებზე ლირაში ანგარიშსწორება სურს

0
173

თურქეთს სურს უარი თქვას დოლარით ანგარიშსწორებაზე  რუსეთის ენერგორესურსების შეძენისას და გადავიდეს ეროვნულ ვალუტაზე (ლირაზე), იუწყება Bloomberg.

ერთ-ერთი თურქი ჩინოვნიკის თქმით, ანკარას სურს უარი თქვას დოლარზე რუსეთთან ანგარიშსწორებისას და, როგორც ვარიანტი, შესთავაზოს ლირა. რუსეთს, თავის მხრივ, შეუძლია გამოიყენოს თურქული ვალუტა თურქეთიდან საქონლისა და მომსახურების გასატანად.

გარდა ამისა, გამოცემის ერთ-ერთი წყარო ირწმუნება, რომ ქვეყნებს შეუძლიათ რუბლის გამოყენება გადახდებში.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, რუსეთი თურქეთისთვის ენერგომომარაგების მნიშვნელოვან წყაროდ რჩება. მან უზრუნველყო თურქეთის ნედლი ნავთობის იმპორტის მეოთხედი და ბუნებრივი აირის შესყიდვების დაახლოებით 45% გასულ წელს, რაც მოსკოვს ორმხრივ ვაჭრობაში უზარმაზარ ნამეტს აძლევდა.

ეკა უკლება